აქტუალური
“რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებით მოსკოვში თბილისობა აღნიშნეს
Mixa-aqtual-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ღონისძიებას მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლების გარდა, თბილისიდან ჩასული ცნობილი მომღერლები: ლელა წურწუმია, აჩი ფურცელაძე, თამრიკო გვერწითელი, ნინი ბადურაშვილი ესწრებოდნენ. მოსკოვში გამართულ თბილისობას დაესწრო ე.წ. პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავაც, რომელიც მამასთან, ზაზა გაბედავასთან ერთად იმყოფებოდა. კონცერტზე მომღერლებმა „თბილისო“ და სხვა ქართული სიმღერები შეასრულეს. წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვებიც.