საზოგადოება
ახალი აუდიო სკანდალი - რა გარიგებას სთავაზობდა საქართველოს იმჟამინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილის წარმომადგენელი ხათუნა პაიჭაძე ციხის კადრების ავტორ ლადო ბედუკაძეს...

Audio-sazog-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი.  - ჟურნალისტ ელისო კილაძის მტკიცებით, აუდიო-ვიდეო და ფოტო მასალა - 5 221 ფაილი, 270 ფოლდერი - ლადო ბედუკაძეს უკავშირდება. ერთ-ერთი ჩანაწერი ჯერ კიდევ ბრიუსელში მყოფ ლადო ბედუკაძის და საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი ხათუნა პაიჭაძის სატელეფონო საუბარია, სადაც პროკურორი, სახელად ხათუნაც, მონაწილეობს.

"ქრონიკა +"-ის რედაქტორის განცხადებით, პატიმართა წამების ფაქტზე ბრალიც და წითელი ცირკულარით  ძებნაც ბედუკაძის მიმართ ფორმალობა იყო. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ხათუნა ბედუკაძეს სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრება. ბედუკაძის პირველი მოთხოვნაა, რომ მას სააკაშვილის მთავრობის დროინდელი პროკურორები არ გაესაუბრონ, შემდეგ კი ინტერესდება, "ციხის კადრების" საქმესთან დაკავშირებით როდის იქნება არჩილ კბილაშვილის განცხადება.  საუბრიდან ირკვევა, რომ პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე, დაპირებისამებრ, როგორც კი ნახავდა არჩილ კბილაშვილს, ამ საკითხზე დაელაპარაკებოდა. ბედუკაძესა და პაიჭაძეს შორის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუზეც იყო საუბარი, სადაც ბედუკაძე სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობდა.

აუდიოჩანაწერი ელისო კილაძემ "P.S."-ს გადასცა.