რელიგია
ილია მეორე: „ბრძენი ადამიანი, როცა ბოროტებას გაუკეთებენ, სიკეთით უპასუხებს და ამით გადაუკეტავს ბოროტებას გზას“
Dobro-sazog-2-relig-1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. 5 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. „დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ყოველი კაცი ცრუ არს. ანუ, ჩვენ, ყველანი ცრუ ვართ. ეს შეიძლება ვერ გაიგოს მრავალმა, მაგრამ წინასწარმეტყველი ასე ამბობს: სიმართლე უნდა ვეძებოთ ჩვენს თავში. სიმართლის ძიება უნდა დავიწყოთ ჩვენი თავიდან. წმ. ბასილი დიდი ამბობს: ბოროტებას არ კურნავს ბოროტება. როცა ბოროტებაზე ბოროტებით უპასუხებთ, ის ბოროტება ორმაგდება და უარესი ხდება... ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება. ბოროტება ბოროტი ძალებისგანაა, სიკეთე და სიყვარული კი ღვთისგანაა. … სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს,” - ბრძანა უწმიდესმა.