პოლიტიკა
ეკა ბესელია: „ევროსაბჭოში შინაარსს უსმენენ და არა აქცენტით თუ უაქცენტოდ საუბარს“

Eka-polit-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსაბჭოში მის გამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

ევროსაბჭოში გამოსვლა იმ ენაზე ხდება, რომელიც ოფიციალური სამუშაო ენაა, მათ შორის არ არის ქართული ენა. საერთოდ კი, ძალიან დიდ უკულტურობად, დაბალ დონედ ითვლება, განსაკუთრებით – ევროსაბჭოში, სადაც ძალიან ბევრი დელეგაციაა წარმოდგენილი და იწყება საუბარი, ვინ რა აქცენტით საუბრობს. იქ შინაარსს უსმენენ და არა აქცენტით თუ უაქცენტოდ საუბარს. ვფიქრობ, უხერხული კი არა, კომიკურია ამ თემებზე საუბარი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ „მაესტროს“ ეთერში.