რედაქტორისგან
საქართველოს შსს-სა და მთავარ პროკურატურას ცნობისათვის: გუშინ, 2014 წლის 6 ოქტომბერს, საქინფორმის საიტი IP-მისამართიდან 188.165.255.121 კიბერშეტევას დაექვემდებარა!

Kiber-pol-1-redaq-1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 6 ოქტომბერს, რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, საქინფორმის საიტზე კვლავ განხორციელდა კიბერშეტევა. ჰაკერებმა 150-ჯერ მაინც სცადეს გაეტეხათ ჩვენი საიტი www.saqinform.ge ერთი და იმავე IP-მისამართიდან 188.165.255.121

საქინფორმის რედაქციას არ აქვს ილუზია, რომ საქინფორმის წინააღმდეგ აღნიშნულ კიბერდანაშაულს საქართველოს შსს გახსნის, იქ მსგავსი დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფის არსებობის მიუხედავად - უფრო მოსალოდნელია, რომ ისიც რეაგირების გარეშე დარჩება, ისევე, როგორც საქინფორმის ათობით ღია წერილი და განცხადება შსს-ს ხელმძღვანელობის მიმართ ჩვენ საიტზე, კონკრეტული IP-მისამართების მითითებით, კიბერშეტევების თაობაზე, ასევე ჩვენი რედაქციის მისამართით მუქარებისა და შეურაცხყოფების შესახებ.

საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ გუშინდელი კიბერშეტევა გამოეწვია კონკრეტულ ფაქტს - საქინფორმის ბრძოლას მისი, როგორც სამართალმემკვიდრის, კუთვნილი საქინფორმის ისტორიული შენობისა და უნიკალური არქივის დასაბრუნებლად, რომლებიც გაიძარცვა და გაიყიდა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მითითებითა და განკარგულებით.