უცხოეთი
საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე შეხვედრების დროს მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არსებულ ურთიერთობაზე არ საუბრობენ.
ამის შესახებ თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 15-16 ოქტომბერს, აბაშიძესთან მორიგ შეხვედრაზე მხარეები „ურთიერთობის მთელ სპექტრზე ისაუბრებენ“.
„ბუნებრივია, რომ აკრძალული თემები არ არსებობს, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ჩვენ ურთიერთობას არასდროს განვიხილავთ,“ - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
frontnews.ge