უცხოეთი
მაილი საირუსმა ლონდონი სკანდალური მოწოდებებით შოკში ჩააგდო

Maili-M-zar-1საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მაილი საირუსი ლონდონში, „არენა 2“-ის სტადიონზე გამოვიდა. შოუ მომღერლის პირველ კონცერტად იქცა მას შემდეგ, რაც იგი საავადმყოფოდან გამოვიდა, სადაც ანტიბიოტიკებზე ძლიერი ალერგიის გამო მოხვდა. სცენაზე გამჩენილმა მაილიმ ყველას მაშინვე დაუმტკიცა, რომ უწინდებურად ფორმაშია.

ბრიტანელი თაყვანისმცემლების წინაშე საირუსი ბანკნოტებისგან შეკერილი ბოდეთი წარდგა, რომელსაც მარიხუანას ნიშნები ამკობდა და დამსწრეებს ბიკინის ზონის წარმატებული ეპილაციის შედეგების დემონსტრირება მოუწყო. გულახდილი ცეკვები, გამოყოფილი ენა, მიკროფონი ფეხებშუა - ეს ყველაფერი მაილის საუკეთესო ტრადიციებიდან იყო. თუმცა, ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ კონცერტს რაღაც აკლდა და ვითარების ცეცხლოვანი მოწოდებებით დაძაბვას შეუდგა.

ის პირში წყალს იგუბებდა და მაყურებელს ასხამდა, ითხოვდა მისივე სქესის წარმომადგენლების კოცნას. მის კონცერტზე ბევრია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი. ამჯერად ოპერატორებმა ჰომოსექსუალი წყვილები გადაიღეს, რომლებსაც დიდ ეკრანზე, მაილის ზურგსუკან აჩვენებდნენ, ის კი ყველას მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ ისინი, ვინც არიან. საირუსის განცხადებით, იგი იმედს გამოთქვამდა, რომ ყველა მთვრალი იყო ანდა აბები ჰქონდა ნაყლაპი“, - განუცხადა ერთ-ერთმა გაოგნებულმა მაყურებელმა ბრიტანულ ინტერნეტპორტალს MailOnline.

Maili-1
Maili-2
Maili-9
Maili-3 Maili-4
Maili-5 Maili-6
Maili-7 Maili-8