სამართალი
ტენდერების კანონდარღვევით ჩატარების გამო სასამართლოში 23 საქმე შევიდა

sasamartlo2სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2010 წელს ტენდერების კანონდარღვევით ჩატარების გამო სასამართლოში 23 საქმე წარადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლომ საჯარიმო სანქცია 57 პირის მიმართ გამოიყენა, ხოლო 30 სამართალდამრღვევის საკითხი ისევ განხილვის სტადიაშია. სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული ჯარიმების ჯამური მოცულობა 85 ათას ლარს აჭარბებს, ჯარიმის თანხა კი, რომელიც თითოეულ შემთხვევაში 1500 ლარს შეადგენს, დაჯარიმებულებმა საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხადეს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, ყველაზე ხშირად ადგილი აქვს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა.
ინფორმაციისთვის: საქართველოში 5000-ზე მეტი ორგანიზაციაა, რომელიც შესყიდვებს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მიხედვით აწარმოებს.