საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბოდიში მოუხადა თურქეთის პრეზიდენტ თაიიპ ერდოღანს თავისი სიტყვების გამო იმის შესახებ, რომ თურქეთის მთავრობა და სხვა რეგიონული ხელისუფლებები ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებს სირიაში, - იტყობინება სააგენტო „ფრანს-პრესი“.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა მრისხანე რეაგირება მოახდინა ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში მისი გამოსვლისას, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თურქეთი და სხვა არაბული ქვეყნები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ასევე „ალ-კაიდასთან“ დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ნუსრის ფრონტის“ ბოევიკებისათვის დახმარების აღმოჩენაში დაადანაშაულა.
„არავის შეუძლია დაადანაშაულოს თურქეთი „ისლამური საელმწიფოს“ ჩათვლით, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში“, - განაცხადა ერდოღანმა.
სააგენტოს ცნობით, ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს ბოდიში სატელეფონო საუბრისას მოუხადა.