საზოგადოება
51-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ემზადება
Kaska-sazog-3საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, მომავალი 6 თვის განმავლობაში ბაღრამის საავიაციო ბაზაზე ISAF-ის მისიას შეასრულებენ.  ამ ეტაპზე 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით,  ბაღრამის საავიაციო ბაზაზე შემაჯამებელ სწავლებას გადის.   ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ხუთთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა  გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა.