საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მესამე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

Steps-sazog-2საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. 148 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. მან ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და  ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ და კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში რამდენიმე კვირაში იქნება.