საზოგადოება
საქართველოში სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან

Tavdacva-sazog-1საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, დები ბრაზერსის ხელმძღვანელობით,  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თამარ ქაროსანიძესა და მიხეილ დარჩიაშვილს შეხვდნენ, რომლებმაც ბრიტანელ სტუმრებს  საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

დელეგაციის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა  და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს. საქართველოსა და  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2015-2016 წლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.