დღეს 59 პატიმარს შეიწყალებენ
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 59 პატიმარს შეიწყალებენ. შესაწყალებელთა სიაში ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, პატიმართა განაცხადების განხილვის დროს მათ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს, ასევე აქცენტი ნასამართლეობასა და იმ დანაშაულებებზე გაკეთდა, რის გამოც ისინი სასჯელს იხდიან. შეწყალების კომისიამ სულ 236 პატიმრის საქმე განიხილა.