პრემიერი ღარიბაშვილი: „წელს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია“
საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც რთველს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
„წელს საუკეთესო რთველი და საუკეთესო წელი იყო, ვინაიდან გლეხები, მევენახეები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები არიან. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კახეთში 115 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი, ამაში რაჭის მოსავალი არ შედის, რამაც ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია, რაც მთავარია, ეს დიდი მოტივაცია, სტიმულის მიმცემია გლეხებისთვის. 4 ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ გლეხს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, რომ ვენახი გააშენოს. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.