პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

Sheraton-polit-2საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის გაერთიანებისა და ბერლინის კედლის დაცემის 25 წლის იუბილე მიულოცა.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანების 24 წლისთავს და ბერლინის კედლის დემონტაჟის 25 წლის იუბილეს. დღევანდელი ზეიმი გვაძლევს იმედს, რომ ევროპაში აღარ იქნება კედლები და ის ბარიერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია აღმართული, მალე დაინგრევა.

გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აღიარეს ჩვენი ქვეყნის  დამოუკიდებლობა; სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გახსნა საქართველოში საელჩო და ჩვენს ქვეყნებს შორის ამ დღიდან დაიწყო მჭიდრო დიპლომატიური თანამშრომლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ ბოლო ორ სერიოზულ წარმატებას - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გაღრმავების პროცესს - რომლის მიღწევაშიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.