საზოგადოება
თურქი პატიმარი ციხეში მართლმადიდებლად მოინათლა

sazog-3-relig-1საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის მოქალაქე, ბრალდებული ელმაზ ორკანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მართლმადიდებლად მოინათლა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, დეკანოზმა გაბრიელ პაიკიძემ ბრალდებული პატრიარქის კურთხევით მართლმადიდებლად მონათლა და ნათლობის სახელად თორნიკე უწოდა.

ერმაზ ონკანო წარმოშობით ქართველი თურქეთის მოქალაქეა, გვარად ლორთქიფანიძე. მან რამდენიმე კვირის წინ წერილობით მიმართა პატრიარქს, სადაც აღნიშნავდა, რომ სურს მართლმადიდებელი გახდეს. მას ნათლობის შემდეგ უწმინდესისგან ნაჩუქარი ჯვარი და სახარება გადაეცა.

“უფლისმადლით, გავქრისტიანდი და როცა გავთავისუფლდები, ეკლესიაში ჯვარს დავიწერ ჩემს მეუღლეზე, რომელიც შვილს ელოდება“, - განაცხადა ელმაზ ორკანმა.