საზოგადოება
იდენტობა თუ გარყვნილების პროპაგანდა საქართველოში

saz-2-an-2-Mსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. სტატია, რომელსაც საქინფორმი შემოკლებით გთავაზობთ, ინტერნეტგამოცემა Georgia News Creative-ზეა განთავსებული.

გენდერული თანასწორობისა და ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “იდენტობა” საქართველოში რამდენიმე წელიწადია მოქმედებს.

თუ წინა საუკუნეებში ქრისტიანებს ფიზიკურად და აშკარად უპირისპირდებოდნენ, დღეს ეს პროცესი ღირებულებათა შეგნებული აღრევით გრძელდება. ფსევდო-ლიბერალების მცდელობები ეკლესიის დისკრედიტაციისა გრანტებს დახარბებული ქართველების ხელით ხორციელდება.  

2013 წელს დისკრედიტირებული მოძრაობა «იდენტობის» თავმჯდომარე, რომელიც ლგბტ პირების უფლებების ფარისევლური დაცვით არის დაკავებული, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის აშენების საბაბით საპატრიარქოს «ბოროტების მქადაგებლად» მოიხსენიებს. «სასულიერო პირები არიან გაზულუქებული ტიპები, რომელთაც სიკეთის კეთებაზეც კი მონოპოლია აქვთ გამოცხადებული. საპატრიარქო ქრისტიანობას დაშორებული ორგანიზაციაა. ის ბოროტებას ქადაგებს და ამას არც მალავს,»- აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე.

მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს — «ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ? ეს არის საშინელება, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ვფიქრობ, მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება».

რაც შეეხება ორგანიზაცია «იდენტობას» (http://identoba.com/), მათი ოფისი მდებარეობს თბილისში რუსთაველის 37. V სად. . #1 ჩვენი ინფორმაციით, მათი სპონსორები არიან «სოროსის ფონდი», «ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტი» და სხვ. სწორედ ამგვარი ორგანიზაციები აფინანსებენ მათ მოქმედებებს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ვეღარც ეკლესიას ენდობი, ვეღარც მთავრობას და ვეღარც «იდენტობას».

ვთვლი, რომ ქართული სატიების მცოდნე ვარ, თუმცა ძალიან გამიკვირდა, რომ არ ვიცოდი საიტი Gay.ge,  რომელიც წარმოადგენს «ლგბტ» სოციალურ ქსელს საქართველოში. სადაც რეგისტრაცია შესაძლებელია გაიაროს ნებისმიერმა არასრულწლოვანმა და შეიძლება ფსიქოლოგიური ზიანიც კი მიადგეს“, - წერს სტატიის ავტორი.

saz-2-an-2-1 saz-2-an-2-2