უცხოეთი
აშშ-ის ტანკები ბალტიისპირეთის ქვეყნების დასამშვიდებლად ჩავიდნენ

Tanki-zar-3საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩავიდა აშშ-ის არმიის 1-ლი ჯავშანკავალერიის დივიზიის 1-ლი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი. ტანკებითა და სხვა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული დანაყოფი მოწოდებულია დაამშვიდოს მეზობლები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებმა შეაშინა.

ოპერაცია „ატლანტიკური გამბედაობის“ ფარგლებში ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში საერთო ჯამში 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩადის, ასევე, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები.

ისინი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან მათ შორის ურთიერთქმედების განსამტკიცებლად, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ თავისი ნატოელი მოკავშირეებისადმი, - აცხადებს აშშ-ის ევროპის სარდლობის დირექტორი კომუნიკაციებისა და ურთიერთქმედების საკითხებში, კაპიტანი გრეგ ჰიქსი.

ამერიკის პირადი შემადგენლობის ნაწილები და ჯავშანტექნიკა უკვე ჩავიდა ლიტვასა და პოლონეთში.