უცხოეთი
ავაკოვი შიშობს, რომ ევროპა და ამერიკა უკრაინას ზურგს შეაქცევენ

avakovi-zar-1საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელი არსენ ავაკოვი შიშობს, რომ ევროპასა და ამერიკას შეუძლიათ ზურგი აქციონ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დეპუტატებზე რადიკალების თავდასხმის შემთხვევის გამო.

ბოლო ხანს უკრაინაში გახშირდა „მემარჯვენე სექტორის“ თავდასხმები სახალხო დეპუტატებსა და ჩინოვნიკებზე, რომლებსაც, ექსტრემისტები, კერძოდ, ნაგვის ყუთებში ტენიან. უწინ აქტივისტებმა დეპუტატი ვიქტორ პილიპიში სანაგვე ყუთში ჩაააგდეს, ხოლო ამ კვირაში რადიკალები ოდესაში თავს დაესხნენ რეგიონების პარტიის დეპუტატ ნესტორ შუფრიჩს, რომლემაც შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.

„კიდევ ორიოდე შუფრიჩის მონგრეული ყბა, ლინჩს წესით გასამართლებული პილიპიშინები და ევროპა ჩვენს გამარჯვებულ რევოლუციას ზურგს აქცევს. ვშიშობ, რომ ამერიკაც“, - წერს ავაკოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შსს-ს ხელმძღვანელი უკრაინელებს მოუწოდებს, არ დაემსგავსონ ლუმპენიზირებულ ველურებს. „მივიღებთ კანონებს, დავაწესებთ სასჯელის ზომას - ცივილიზებულად და უკრაინელების ღირსეული სტატუსის შესაბამისად“, - დასძინა მან.