სამართალი
ღორო! მევახშე! - იპოთეკარები დეპუტატებს პარლამენტში შეძახილებით აცილებენ
Svinya-samart-3საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ ქუთაისში, პარლამენტის წინ შეკრებილმა ე.წ. იპოთეკარებმა დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და შეძახილებით აცილებდნენ. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს და მას მევახშე უწოდეს. ასევე შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეაცილეს უმცირესობის დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი, რომელსაც ღორი უწოდეს. იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი პრობლემის გადასაჭრელად , დაპირების მიუხედავად, არაფერი გაუკეთებია, ხოლო "ნაციონალები" მათ ხარჯზე გამდიდრნენ.