პოლიტიკა
საქინფორმი: „წმინდანი და ეშმაკები, ანუ ზარი რეკავს, დამშვიდობების დროა...“

Svyatoi-pol-3-red-2-M-GEOმას შემდეგ, რაც აშშ-მა მიშას სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა, მას კვლავ დაეწყო ენურეზი (უნებლიე შარდვა) და ჰიპერსალივაცია (ნერწყვის ჭარბად გამოყოფა). ბიპოლარული ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში მან ფეისბუქის საკუთარი გვერდის ყდად დააყენა ფოტოსურათი, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის ფონზე დგას. „წმინდანი და ეშმაკები“, - მაშინვე შეარქვეს სახელი ამ ფოტოს ქართველებმა (იხ. ზემოთ).

ამის შემდეგ მიშამ განათავსა ფოტო (იხ. ქვემოთ), რომლის ქვეშაც საკუთარ თავზე, როგორც ყოველთვის მესამე პირში დაწერა: „მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მიიწვიეს, დღის ვაჭრობის დახურვის ბოლო ზარის საზეიმო ცერემონიალზე, რომელზეც მსოფლიოში ცნობილ მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავებს იწვევენ.

აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, მიხეილ სააკაშვილს ერთხელ უკვე დაარეკინეს ბოლო ზარი პრეზიდენტობის დროს, ამჯერად კი, იგი მსოფლიოს ფინანსურ შუაგულში “კონკორდია” სამიტის ფარგლებში იყო მიწვეული“.

სააკაშვილმა ვერ გაიგო, რომ აშშ-მა, რომელმაც მას წინა დღეს უარი უთხრა სამუშაო ვიზაზე, სპეციალურად მიიწვია იგი დახურვაზე, რათა მიენიშნებინა: „ეს შენი ბოლო ზარია, დროა ერთმანეთს დავემშვიდობოთ, მიშა!“

ჰააგის საერტაშორისო ტიბუნალის განაჩენით თავის დაკარგვის შიშით მიშამ ვერ შენიშნა, რომ სამიტს ისეთივე სახელი ჰქვია, რაც ჩაძირულ ლაინერს - „კონკორდია“...

 

საქინფორმი
2014 წლის 2 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

Svyatoi-pol-3-red-Down