საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოებამ აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე“

Zhizn-sazog-2საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. „2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოებამ აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური მიმართვის დროს.

ჩვენ განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ ჩვენი სახელმწიფო, ყველა სფეროში მივაღწიეთ წინსვლას. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე და არავინ დგას კანონზე მაღლა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით საქართველო გამთლიანდება.

თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ 1 ოქტომბერს. ეს არის ჩვენი ხალხის გამარჯვების დღე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.