რელიგია
საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ საქართველოს პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა

Monax-saz-1-rel-1საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ბერი გიორგი 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახში მეექვსე შვილი იყო. 
1970 წლიდან ვიქტორ შიოლაშვილი კათოლიკოს-პატრიარქთან მსახურებდა. მისი მეუღლე მარიამ ჩოჩოშვილი იყო. ბერ გიორგის ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი.
სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მან მცხეთაში გაატარა. 
ვიქტორ შიოლაშვილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს 4 სექტემბერს, ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა გიორგი, იგი მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში მსახურობდა. 
ბერი გიორგი 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალება.
საქინფორმი ღრმად უთანაგრძნობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უფროსი ძმის - ბერი გიორგის გარდაცალების გამო.