აქტუალური
ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი დააკავეს

Davitaya-aqtual-3საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ . დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, იოსებიძის და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა ,სადაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით -მ. აღნიშნული პირი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის დააკავეს.

რაც შეეხება ზაზა დავითაის ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭ-ს, ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები.