აქტუალური
„კომერსანტი" - ქართველი ლიდერები დავოსისთვის იბრძვიან

Davos-aqtual-2საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. „მათ ვერ მოილაპარაკეს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში“, – წერს „კომერსანტი“.

გამოცემის ცნობით, დავოსში მიწვევა ორივემ მიიღო, თუმცა პრემიერს, რომელსაც კონსტიტუციით რეალური ძალაუფლება გააჩნია, არ სურს შვეიცარიაში წასვლა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც „სიმბოლური პრეზიდენტი“ უხელმძღვანელებს. პრეზიდენტი დავოსში პირადად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა დაპატიჟა.მთავრობა ახლაც შეეცდება შეუზღუდოს პრეზიდენტს ამბიციები, რომელიც ახალი კონსტიტუციით ქვეყნის მეთაურია, თუმცა სიმბოლური უფლებები აქვს, - წერს რუსული გამოცემა.