„თავისუფალი თაობის“ ორი წევრი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს
საქართველო, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. „
თავისუფალი თაობის“ ორი წევრის დაკითხვა დასრულდა და ისინი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლების თქმით, მათ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც „თავისუფალი ზონის“ წევრებმა მიაყენეს. მათი დაკითხვა საბურთალოს პოლიციაში მოწმის სტატუსით მთელი ღამე მიმდინარეობდა.
პოლიციის შენობა დატოვეს „თავისუფალი ზონის“ წევრებმაც, რომლებსაც კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადგილზე იმყოფებოდა ასევე, ადვოკატი გოგა ონიანი, რომელიც „თავისუფალი ზონის“ წევრების უფლებებს იცავდა. „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წევრების დაკითხვა „თავისუფალი ზონის“ ოფისში მომხდარ ინციდენტს (დეტალები იხილეთ მითითებულ ბმულზე) უკავშირდებოდა.