უცხოეთი
შეგახსენებთ, რომ ქართული ეკლესია მოსკოვში ქართველი მეფის ვახტანგ მეექბსის (1729 წ.) და საქართველოდან რუსეთში მისი ამალის გადასახლების დროს დაარსდა. 1920-იანი წლების ბოლომდე ეკლესიაში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. 1930 წელს ეკლესია დაიხურა, შენობა კი გადაკეთდა: მოიშალა სამრეკლო, გაკეთდა სართულებშორისი ტიხრები. იმ დროიდან ეკლესიაში კრასინის სახელობის ელექტრომექანიკური ტექნიკუმი განთავსდა.
1993 წელს, რუსეთის ქართული დიასპორისა და მართლმადიდებელი ძალისხმევის წყალობით, ტაძრის უძველესი ნაწილი ეკლესიას დაუბრუნდა, მისი ახალი ნაწილი კი ბოლო დრომდე ტექნიკუმს ეკავა. ათიოდე წლის წინ ეკლესიას დაუბრუნდა სასწაულმოქმედი - დიდმოწამე გიორგი ძლევამოსილის ხატი.