სამართალი
საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე მახარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს საერთაშორისო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯონ ბოულსს შეხვდა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს საერთაშორისო ოპერაციებსა და ატაშეებს კურირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს სამსახურის სპეციფიკა გააცნეს. პირადმა შემადგენლობამ გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის საჩვენებელი მოდელირებული სავარჯიშო ჩაატარა.