უცხოეთი
ნატოდან ქვეყნის გამოსვლის მოთხოვნით ჩეხეთის მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ

zar-3საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ჩეხეთის მოქალაქეებმა მიტინგი გამართეს ნატოს ბლოკიდან ქვეყნის გამოყვანის მოთხოვნით. ისინი ასევე წინააღმდეგი არიან თავის ტერიტორიაზე ალიანსის ბაზების განთავსებისა. საპროტესტო აქცია აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა.

ხალხი საელჩოს შენობასთან ჩეხეთისა და რუსეთის დროშებით მივიდა. ბევრმა გიორგიევსკის ლენტი გაიკეთა. მანიფესტანტებმა ხელმოწერები შეაგროვეს მთავრობის სახელზე ნატოდან ქვეყნის გაყვანის თხოვნით. ამასთან, ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ.