სამართალი
ილია მეორე მედიას კრიმინალის ნაკლებად გაშუქებისკენ მოუწოდებს

samart-3-relig-1საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მედიას კრიმინალის ნაკლებად გაშუქებისკენ მოუწოდებს. განცხადება პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

„მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ.

ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.