საზოგადოება
მთავარი პროკურორის მოადგილე სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

sazog-2საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე  გიორგი გაბიტაშვილი, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ სურეშ ბაბუს შეხვდა და  პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მხარეებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი, გააღრმავონ არსებული თანამშრომლობა და ისაუბრეს ამ საკითხების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის პერსპექტივაზე, მათ შორის სისხლის სამართლის სფეროში შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების გზით.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა გამოხატა მადლიერება საქართველოს პროკურატურის მიერ ამ დრომდე გაწეული დახმარების თაობაზე და იმედი გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.