საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

sazog-1საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად წარმოიქმნა საკმაოდ ბევრი კერა, რომლებზედაც ხორციელდება კოორდინირებული რეაგირება. სტიქიის გავრცელების ადგილებზე სრულად არიან მობილიზებული ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ოპერატიულ რეჟიმში მოქმედებენ ადგილობრივი შტაბები. სტიქიის ზონებში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა.

დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება უხვი ნალექი და ძლიერი ქარი. მიღებულია ყველა ზომა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საგანგებო შტაბი სტიქიის შეწყვეტამდე 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გადაუდებელი დახმარებისთვის მოსახლეობას მუდმივად ემსახურება ცხელიხაზი - 112.