პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.
„ჩემს თურქ კოლეგასთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობის გაღრმავების თემებზე, ასევე ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრე.
ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით შეიქმნა. ამას გარდა, მომავალ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.