სამართალი
შსს-მ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ბრალდებით ორი დაჯგუფება დააკავა

samart-2საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი - გიორგი , გიორგი , ზვიად , გიორგი . გიორგი . გიორგი , ზაზა , დავით , ვასილ . და შალვა . დააკავეს, ხოლო ლაშა -ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.