საზოგადოება
პატრიარქი ილია მეორე: “ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის!”

sazog-3-relig-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 27 სექტემებრს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება – დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული, და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობდით ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც დაეცა აფხაზეთის ომში.

მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის”, – აღნიშნა უწმიდესმა. მან აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავაც გაიხსენა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სოხუმის დაცემის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხადა.