„პიარშიკი“ სააკაშვილის ორმაგი სტანდარტები, რომელიც, ერთი მხრივ, თავს სომეხად აცხადებდა „იმათ ჯიბრზე, ვისაც სომხები არ უყვარს“ და აპიარებდა სომეხ პოლიციის კაპიტანს, რომლემაც „რუსულ ტანკებს გზა გადაუღობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში“, დღეს ყველასათვის ცნობილია. თუმცა, ისმის კითხვა: სადაა მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები, მაგალითად, თავის თანამემამულეებს შორის დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე აგასი არაბიანი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ცდილობდა საქმით დაეცვა სომხების უფლებები ამ მაღალმთიან, მკაცრი კლიმატისა და ხელისუფლებისგან მივიწყებულ რეგიონში, არ არის საქართველოს პატრიოტი, ან, უფრო მეტიც, სეპარატისტია?
ხოლო თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ დღემდე რატომ არ გაააუქმა ახალმა ხელისუფლებამ წინა ნაცხელისუფლების გადაწყვეტილება მისი საქართველოში არშეშვების თაობაზე? რატომაა ის იძულებული, რუსეთში იცხოვროს და არ შეუძლია დაუბრუნდეს მშობლიურ მიწას, თავის კერას, მოინახულოს ნათესავები, მეგობრები და მუხლი მოიყაროს წინაპართა საფლავზე?!
ვიმედოვნებთ, რომ საქინფორმის ამ პუბლიკაციის შემდეგ ქართული კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.