პოლიტიკა
ანაკლიის პორტის პროექტით მსხვილი ამერიკული კომპანია AECOM-ი დაინტერესდა!
polit-2-analit-2საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. „ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. გუშინდელ გამოსვლაში შემთხვევით არ დავუთმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აბრეშუმის გზის განვითარებას. ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმაჩნია, რომ ის იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის პირველმა პირებმა წარუდგინეს პრეზენტაცია იმ კონსორციუმის შესახებ, რომელიც სპეციალურად ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იზრდება. AECOM-ი  პროექტზე ინტერესს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოხატავს.