სამართალი
ევგენი პრიმაკოვი: “შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში რუსეთს არ მოუყვანია“

1-Evgeni-sam-2-an-9საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრიმაკოვმა მოსკოვში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა. ერთი რამ შემიძლია მტკიცედ ვთქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში, საქართველოში რუსეთს არ მოუყვანია", - აღნიშნა ევგენი პრიმაკოვმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთხელ, საგარეო საქმეთა მინისტრობისას შეხვდა. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით აშენებდა შენობას. იმ ადგილას იყო მიწისქვეშა ავტოფარეხი და სწორედ ამ ავტოფარეხზე დავილაპარაკეთ, ვის დარჩებოდა. მეტი მას აღარ შევხვედრივარ", - აღნიშნა ევგენი პრიმაკოვმა.

ევგენი პრიმაკოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1996-1998 წლებში იყო.