საზოგადოება
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება გაეროს ტრიბუნიდან, რომ რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უცნაური და უსაფუძვლოა“ - სერგეი ლავროვმა ბარაქ ობამას უპასუხა

Tribuna-sazogad-3საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკული გამორჩეულობის შესახებ გამონათქვამები, რომლებსაც წამდაუწუმ იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტი, უკვე მერამდენედ იქცა დაცინვისა და ოხუნჯობის საგნად. კერძოდ, განსაკუთრებით ცნობილ ოხუნჯობას „გამორჩეულობის“ თემაზე წარმოადგენს ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოს გამონათქვამი, რომლემაც განაცხადა: „და საერთოდ, ობამა მაოცებს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შავკანიანი ადამიანები ამერიკაში მონები იყვნენ, დღეს კი რაღაც საკუთარ განსაკუთრებულობაზე ლაპარაკობენ...“

ესაა ამერიკული შეხედულება მსოფლიოზე, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა და არაერთგზის აღნიშნა თავისი და საკუთარი ქვეყნის განსაკუთრებულობა, და შეხედულება მსოფლიოზე ქვეყნისა, რომელმაც თავის  ნაციონალური უსაფრთხოების დოქტრინაში ჩაიწერა უფლება, გაეროს უშიშროების საბჭოს რაიმე გადაწყვეტილებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების  მიუხედავად, ძალა გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ“, - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს გაეროს 69-ე ასამბლეაზე.