უცხოეთი
ობამას ფინჯნით ხელში საზღვაო ქვეითებისმისალმებისთვის დასცინეს

Nasmeshki-zar-3საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავაზიანობის წესების უცოდინრობის გამო გააკრიტიკეს, - იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“. ვიდეო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი სამხედრო სალამს აძლევს საზღვაო ქვეითებს და სადაც ხელში ყავის ფინჯანი უკავია, თეთრი სახლი ოფიციალურ ექაუნთში გამოქვეყნდა  „ინსტაგრამზე“ და სახელმწიფოს მეთაურის დაცინვის მიზეზი გახდა.

ნიუ იორკში გაეროს გენასამბლეის სხდომაზე ჩამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა, ყავის ფინჯნით ხელში სამხედრო სალამი მისცა მის დასახვედრად მისულ საზღვაო ქვეითებს.

ამის შესახებ დაწერა დასავლურმა მედიამ. ბრიტანულმა „დეილი მეილმა“ ივარაუდა, რომ „ყავის მისალმება“ ობამას უფრო პოპულარულს არ გახდის სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს შორის.

სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ ეტიკეტის თანახმად, სამხედრო სალმის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ორივე ხელი თავისუფალი გაქვს.