უცხოეთი
აშშ ტერაქტებისათვის ემზადება

Marsha-zar-2საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია „ალ-ქაიდას“ მიერ აშშ-ის ანდა ევროპის ტერიტორიაზე ახალი ტერაქტის მზადების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარშა კეტრონმა განაცხადა. ეს სიახლე დაემთხვა  უწინ უცნობი დაჯგუფება „ეგვიპტის ხალიფატის მეომრების“ განცხადებას, რომელიც ტერაქტებით დაემუქრა დასავლეთის იმ ქვეყნებს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებში რომ მონაწილეობენ.

ამასწინანდელი სადაზვერვო ინფორმაცია მოწმობს, რომ ბოევიკები, რომლებსაც „ალ-ქაიდაში“ მაღალი მდგომარეობა უკავიათ და სირიაში არიან ბაზირებული, ევროპის ან აშშ-ის ძირითად ტერიტორიაზე თავდასხმის მომზადების ბოლო სტადიაზე იმყოფებიან“, - განაცხადა კეტრონმა. მისივე თქმით, მისმა უწყებამ და გფბ-მ ამერიკის ყველა სამართალდამცავ ორგანოს შესაძლო ტერაქტების შესახებ ინფორმაცია უკვე დაუგზავნა.