სამართალი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.