სამართალი
ქარიშხალი, წვიმა და შტორმი - აჭარა კვლავ სტიქიას ებრძვის
Burya-samart-2საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აჭარა კვლავ სტიქიის ზონაა. ძლიერ ქარს და წვიმას სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმიც ერთვის. როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ "პირველი რადიოს" ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს. ასევე, მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოფისი.