აქტუალური
კომპანია „ასკანელი ძმები“ ფონდ „იავნანა“-ს მხარდასაჭერად

Maia-akt-3mt

საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანა“-ს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო მორის ბეჟარის საბალეტო დასმა - "ბეჟარის ბალეტი ლოზანაში".
საღამოს დასასრულს შესრულდა მაესტროს დაუვიწყარი დადგმა „ბოლერო“, სოლისტი თანამედროვე მსოფლიო ვარსკვლავი - დიანა ვიშნევა იყო. ლეგენდარულ დადგმაში დიანა ვიშნევას პარტნიორობას „სუხიშვილები“ უწევდნენ. ”ბეჟარის ბალეტი ლოზანაში”  2014-15 წლის სეზონი სწორედ საქართველოში, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიხსნა.

 საგანგებოდ საღამოზე დასასწრებად თბილისს ეწვია მაია პლისეცკაია, რომელიც ათეული წლების წინ „ბოლეროში“ სოლო-პარტიას თავად ბეჟარის ხელმძღვანელობით ცეკვავდა. თბილისს ასევე ეწვივნენ - მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე და მაია პლისეცკაიას მეუღლე, ცნობილი მუსიკოსი როდიონ შედრინი.                                             კონცერტის დასასრულს სახლის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ღვალაძეების 9–სულიან ოჯახს.

ირმა ნიორაძემ კომპანია „ასკანელი ძმები“-ს სახელით მსოფლიო ვარსკვლავ მაია პლისეცკაიას სპეციალურ პრიზი გადასცა.

კომპანია „ასკანელი ძმები“ ფონდ „იავნანა“-ს მხარში უდგას.  ქველმოქმედების სურვილმა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეკრიბა მსოფლიო ლეგენდები. ჩვენ ყველა ერთად მხარში ვუდგავართ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელთა საიმედო თავშესაფარია დღევანდელი საღამო. „იავნანა“ აძლევს ოჯახებს, ადამიანებს საშუალებას, რომ მათი ცხოვრება გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა კომპანია „ასკანელი ძმები“-ს დირექტორმა ჯიმი ჩხაიძემ.

ღონისძიების გენერალური პარტნიორი გახლდათ კომპანია „ასკანელი ძმები“.

Maia-akt-3-1-ax

Maia-qvem-2 Maia-qvem-3