აქტუალური
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

Armenia-aqtual-1საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სომეხ კოლეგა სეირან ოჰანიანს შეხვდება.

პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. მხარეები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ.