საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები" გახსნა

AntiCnaya-sazog-3საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი.   გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამართული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კულტურაში არის თავისუფლების ღირებულება, თავისუფლება, როგორც ცალკე ღირებულება. სოციალური წყობა, მელიც მოიტანა ანტიკურმა ხანამ, ის არის, რის გადმოტანასაც ვცდილობთ დღეს რეალობაში, დემოკრატია სწორედ მისით არის განპირობებული", - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

1969 წლიდან მოყოლებული, იენსა და თბილისში 9 ამგვარი კონფერენცია გაიმართა. თბილისში წელს მე-10 კონფერენცია ოცწლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ტარდება.