საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა ნიუ-იორკში მდებარე თურქეთის ცენტრში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა

Rejeb-sazog-2საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები- ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა. საქართველოს პრემიერმა და თურქეთის პრეზიდენტმა მოილაპარაკეს, რომ დაჩქარდება ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშკრულების ხელმოწერა. საუბარი იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენის უდიდეს მნიშვნელობაზეც.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ,,თურქეთი საქართველოს მხარში უდგას იმ გზაზე, რასაც ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჰქვია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ქართული დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა პირისპირ საუბარი გააგრძელეს.