საზოგადოება
„აღმოვაჩინოთ ქართული კინემატოგრაფია“ - პრემიერმა ღარიბაშვილმა, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების დღეები გახსნა
Kinematograf-sazog-1საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქართული კინოს ტრადიციებზე ისაუბრა.
„უკვე საუკუნეა, ძლიერ და უმშვენიერეს ფილმებს ვქმნით. კინო ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული ფილმი ზედმიწევნით ასახავს ქართულ რეალობას. ის საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების პარალელურად განვითარდა... ჩვენი მიზანია ქართული კინოს წარსული დიდების აღორძინება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე მიემგზავრებოდა და კინოჩვენება დროზე ადრე დატოვა. რეტროსპექტივა MoMa-ში გაიხსნა ნიკოლოზ შენგელაიას უხმო ფილმით - „ელისო“. ჩვენებას პრემიერ-მინისტრთან ერთად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფი საქართველოს დელეგაცია დაესწრო.