პოლიტიკა
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. თუ ჩემს მიმართ საქართველოს მთავრობის მხრიდან ისმის ბრალდებები, მე მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებებს მათგან. ეს განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ტელეკომპანია „rtvi”-სთან საუბრისას გააკეთა.
ბილდტის თქმით, სრული ბოდვაა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ის მიხეილ სააკაშვილს გავლენების გაძლიერებაში 2006-დან 2008 წლამდე ეხმარებოდა და ამის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონიანი ჯილდო მიიღო.