უცხოეთი
აშშ: „სომხური ძალის“ საქმე დასასრულს უახლოვდება“
zarub-3საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ლოს-ანჯელესში განაჩენი გამოუტანეს დაჯგუფება „სომხური ძალის“ ორი სენსაციური საქმის ერთ-ერთ ბოლო ფიგურანტს. საქმე 2011 წელს აღიძრა და ერთიანობაში 90-მდე ბრალდებულს მოიცავს. როგორც ბი-ბი-სის სამსახურს ადგილობრივ ფედერალურ პროკურატურაში აცნობეს, მათგან ამჟამად გასამართლებულია ორი თუ სამი პირი. „სომხური ძალა“, რომელიც 250 სრულფასოვან წევრსა და რამდენიმე ასეულ მიმდევარს მოიცავს, 1980-იან წლებში ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. როგორც ამგვარი ორგანიზაციების უმეტესება, თავდაპირველად ის უცხოებისა და მეტოქეებისგან დასაცავად შეიქმნა, შემდეგ კი ტრანსფორმაცია განიცადა დანაშაულებრივ ჯგუფად, რომელიც მკვლელობიდან და თაღლითობიდან დაწყებული, გამომძალველობითა და ბანკების ძარცვით დასრულებული, არის დაკავებული.